დაწყება ჭირს : )

გამარჯობათ, გამარჯობათ.. ვის ვესალმები გაურკვეველია.
გაურკვეველი იმიტომ, რომ გადავწყვიტე ამ ”ბლოგის” არსებობა არავინ იცოდეს, ანუ თუ არავის ეცოდინება და არავინ შემოვა ჩვეულებრივი ბლოგიც აღარ იქნება. სახელიც მოსაფიქრებელი მაქვს, რაღაც ხომ უნდა ერქვას, რომ დავუძახო ხოლმე და ესეც საყვარლად მოცუნცულდეს. რამე მოსაცუნცულებელი სახელი ჭირდება : )

ნუ რატომ გადავწყვიტე გვერდის შექმნა..
რამდენიმე თვის წინ მინდოდა ”დღიურების” დროის აღდგენა, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ყველა ჩემმა დღიურმა ცხოვრება დახევით დაასრულა, იმიტომ რომ, სულ ვიღაც გრდზელცხვირა ყოფდა მასში ცხვირს (ან მე ვერ ვინახავდი საჭირო ადგილას, მაგრამ მაინც ეს სხვისი დგიურების კითხვა რა მარაზმია)
ამ მიზეზებისა და კიდევ რამდენიმეს გამო გადავწყვიტე online Diary გადმომეწერა და რამე სასწაული პაროლი დამეყენებინა.
მივედი, ვნახე, გადმოვწერე.. (მივედი, ვნახე, დავიპყარი..) მაგრამ ძალიან მალე მომბეზრდა და რაღაც ახალი მომინდა.

ცოტა ხნის წინ ვნახე ერთ-ერთი ბლოგერის გვერდი, რომელიც საკმაოდ მომეწონა და დავფიქრდი მეც ხომ არ მინდათქო..
მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ვარ დაწყევლილი აბიტურიენტკა და ჩემი საქმეა სწავლა და სწავლის გარდა არაფერი ქუეყანასა ზედა :|

მაინც ვერ მოვითმინე და ცოტა ხნის წინ გავაკეთე
აზრზე არ ვარ არაფრის..

0 კომენტარი ♥:

Post a Comment