ეს ხალხი ასე რამ გააბოროტა? : | მთავრობამ?

ბავშვობიდან არ ვკოფილვარ კომფლიკტური ადამიანი, სულ რაღაც ისეთი ვიყავი.. საყვარელი : ) აი მართლა ვერ ვიხსენებ, რომ ვინმესთან მეჩხუბა ან მეწკენინებინა ვინმესთვის ერთი ბუნჩულა უწყინარი ბავშვი ვიკავი, მაგრამ რად გინდა.. სამეგობროში ვინმე ახალი თუ გამოჩნდებოდა არ არსებობდა მოვწონებოდი. ნუ არც მე მომწონდა ზოგიერთი, რომლიც არ უნდა მომწონებოდა, მაგრამ არ არსებობდა მეწკენინებინდა და რაღაც ”ისე” მეთქვა. არ არსებობდა რამე მეთქვა ვინმეზე და მერე ის სიმართლე არ ყოფილიყო..

ხანდახან ვფიქრობ ვანგა ხო არ ვარ და მიმალავენმეთქი
ეს არის საშინელება, კოშმარი
უკვე რამდენჯერ აუხდათ ჩემს მეგობრებს ჩემი ნათვამი, მაგრამ მაინც არ იჯერებენ
არ არსებობს გაიხსენონ, რომ აი შენ ხო სწორად მეუბნებოდი : )
არა ეხა არც მინდა, რომ გაიხსენონ, მაგრამ ერთხელ რა მოხდება ზრდილობის გულისთვის რომ თქვას ადამიანმა: აი შენ ხომ მეუბნებოდი..

ალბათ ინტუიციაა, ხო?
თან რაღაცეებზე დკვირვებული ვარ და თუ ის რაღაც მოხდა რაც უნდად მაქვს დაცდილი დავდივარ და ვფიქრობ რა შეიძლება მოხდეს
”წიკი”

ეხლა რაღაცის დაწერა მინდოდა, მაგრამ ისე ვარ.. რაღაც რომ გაწვება გულზე და თავში ბევრი მახინჯი სიტყვა, რომ გიტრიალებს თან წერა გინდა, თან არ გამოგდის, თან რომ არ გამოგდის ნერვები გეშლება, თან თემა გაქვს დასაწერი : (

არაუშავს შემდეგში დავწერ ”მეგობრებზე” რამე ღირებულს.

კიდევ ეთხელ დავრწმუნდი, რომ მე არაფერი არ უნდა ამარჩევინოს ადამიანმა.

თითქმის ერთი კვირა ვეძებდი რამე ნორმალურ დიზაინს ბლოგისთვის და რაც უფრო მეტს ვნახულობდი უფრო ვერ ვარჩევდი
თან მე ხომ დებილი რაღაცეები მომწონს და რომელიც დებილი იყო HTML-ში რაღაც სიტყვები ვერ ვიპოვე, რომ შემეცვალა (სნობი) და მომეშალა ნერვები.
ვინმე, ამ ამბავში გარკვეული არ მაწყენდა.

არა თუ არ ვიცი რაღას ვაკეთებ :|

დაწყება ჭირს : )

გამარჯობათ, გამარჯობათ.. ვის ვესალმები გაურკვეველია.
გაურკვეველი იმიტომ, რომ გადავწყვიტე ამ ”ბლოგის” არსებობა არავინ იცოდეს, ანუ თუ არავის ეცოდინება და არავინ შემოვა ჩვეულებრივი ბლოგიც აღარ იქნება. სახელიც მოსაფიქრებელი მაქვს, რაღაც ხომ უნდა ერქვას, რომ დავუძახო ხოლმე და ესეც საყვარლად მოცუნცულდეს. რამე მოსაცუნცულებელი სახელი ჭირდება : )

ნუ რატომ გადავწყვიტე გვერდის შექმნა..
რამდენიმე თვის წინ მინდოდა ”დღიურების” დროის აღდგენა, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ყველა ჩემმა დღიურმა ცხოვრება დახევით დაასრულა, იმიტომ რომ, სულ ვიღაც გრდზელცხვირა ყოფდა მასში ცხვირს (ან მე ვერ ვინახავდი საჭირო ადგილას, მაგრამ მაინც ეს სხვისი დგიურების კითხვა რა მარაზმია)
ამ მიზეზებისა და კიდევ რამდენიმეს გამო გადავწყვიტე online Diary გადმომეწერა და რამე სასწაული პაროლი დამეყენებინა.
მივედი, ვნახე, გადმოვწერე.. (მივედი, ვნახე, დავიპყარი..) მაგრამ ძალიან მალე მომბეზრდა და რაღაც ახალი მომინდა.

ცოტა ხნის წინ ვნახე ერთ-ერთი ბლოგერის გვერდი, რომელიც საკმაოდ მომეწონა და დავფიქრდი მეც ხომ არ მინდათქო..
მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ვარ დაწყევლილი აბიტურიენტკა და ჩემი საქმეა სწავლა და სწავლის გარდა არაფერი ქუეყანასა ზედა :|

მაინც ვერ მოვითმინე და ცოტა ხნის წინ გავაკეთე
აზრზე არ ვარ არაფრის..